ევროპის ჩემპიონატზე ხუთი ქართველი მოციგურავე იასპარეზებს

22 იანვარი 2020, 16:04 1543 ნახვა

ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ავსტრიის ქალაქ გრაცში ხუთი ქართველი მოციგურავე იმყოფება. შეჯიბრებაში მოციგურავეები დღეიდან ჩაერთვებიან.საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მამაკაცთა შორის ერთეულთა თანრიგში მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე იასპარეზებენ, ქალთა შორის ალინა ურუშაძე, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი კი სპორტულ ცეკვებში გამოვა.

შეჯიბრებაზე 33 ქვეყნის 165 სპორტსმენი იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატი 25 იანვრამდე გაგრძელდება. შეჯიბრების ბოლო დღეს თავისუფალ პროგრამას ქალები და საცეკვაო დუეტები წარმოადგენენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში