მოუწესრიგებელი ავტობუსები და დისკომფორტი მგზავრებისთვის

22 იანვარი 2020, 18:40 2612 ნახვა

მოუწესრიგებელი მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში. გასულ წელს ტექნიკური დათვალიერება ავტობუსების 80%-მა ვერ გაიარა და  განმეორებითი შემოწმება დასჭირდა. სურათი მნიშვნელოვნად არც წელს შეცვლილა.

მგზავრები ამბობენ, რომ ხშირად ტრანსპორტში წვიმს, ავტობუსის უმეტესობის იატაკი და სალონი კი ამორტიზებულია. ბოლოს ტრანსპორტი ხაზიდან გუშინ მოიხსნა, მას შემდეგ რაც ავტობუსში წვიმის ჩასვლის შესახებ მოქალაქემ  სოციალურ ქსელში დაწერა. დაახლოებით 200 ავტობუსიდან ახალი მხოლოდ  40-ია, წელს კიდევ 8 ტრანსპორტი დაემატება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში