ბათუმელ ''კუპატას'', რომელიც ბავშვებს ქუჩის გადაკვეთაში ეხმარება, სახლი დაუდგეს

23 იანვარი 2020, 09:04 5477 ნახვა

ბათუმელ ძაღლს უკვე თავისი სახლი აქვს - ''კერა ნომერი 12''. ხის პატარა სახლზე მას ვარსკვლავიც დაუხატეს.

''კუპატა'', ბავშვებს ზებრა გადასასვლელთან ხვდება და პატარებს ქუჩის გადაკვეთაში ეხმარება. 

ფერადი სახლი პოპულარულ ბათუმელს ძაღლს, ლევან ჩხაიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით დაუმზადა. 

''მიზნად მხოლოდ ბავშვების უსაფრთხოდ ქუჩაზე გადასვლა ჰქონდა, მაგრამ აშკარად უფრო მეტი გამოუვიდა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვუყიდეთ #კერა წარწერით "ხალხის რჩეული", რაც ნამდვილად დაიმსახურა.

კუპატამ შეძლო საერთაშორისო მედიის ყურადღების მიპყრობა. ამ წუთებისთვის მის ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს'' - წერია ტურიზმის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდზე. 

ბათუმელი ძაღლი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშიც ბევრჯერ მოხდა. 

ლევან ჩხაიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, ბათუმში მიუსაფარი ცხოველებისთვის, სხვადასხვა ადგილზე საცხოვრებელი "სახლები" დაიდგა. ლევანი ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ცხოველებისთვის კერის შექმნას საკუთარი რესურსებით, მოხალისეობრივად  ცდილობს.

ამბობს, რომ ბევრი ადამიანი გამოეხმაურა საქართველოს მასშტაბით, თუმცა სურს, რომ ამ პროცესებში ბათუმელებიც ჩაერთონ და უფრო აქტიურები იყვნენ.

 

 

ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში