თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე - კალანდიას მამა ზაზა სარალიძეს

23 იანვარი 2020, 17:00 2146 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მირზა სუბელიანის შვილი დაკითხეს. სხდომაზე ხმაური იყო. დაპირისპირება მიხეილ კალანდიასა და ზაზა სარალიძეს შორის მოხდა. მოწმის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ზაზა სარალიძემ.

„დანარჩენი ბატონო ზურაბ თქვენზეა, საკმარისი იყო ჩემთვის ეს ჩვენება", - მიმართა ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას ადვოკატს. 

“მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!“ - იძახდა მიხეილ კალანდიას მამა.

ჩალითაა ქვეყანა დახურული, თქვენ ვერ ატყობთ, ვერ ხედავთ? რომ ქორვაჭარია? ვინც მეტ ფულს უხდის, იმისკენ რომ არის, ვერ ხედავთ?, გამაღიზიანა ხელების ბრახუნმა. უნიჭო მსახიობია'', - უთხრა მიხეილ კალანდიას მამამ ჟურნალისტებს.

მიხეილ კალანდიას ძმამ კი განაცხადა, რომ ზაზა სარალიძემ პროვოკაცია მოაწყო. 

„გაღიზიანება ზაზა სარალიძის ფრაზამ გამოიწვია, ზურაბ თოდუას რომ უთხრა, ეს იყო განაჩენიო. რას ეძახის განაჩენს, ამდენი ხანი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება რომ არ გამოჩნდა და იმას, რომ გარიგებაზე მიდის მკვლელებთან, რომ მიხეილ კალანდია დაიჭირონ? ჩვეულებრივი პროვოკაცია იყო, სარალიძის თანმხლები პირის მხრიდან, რომელმაც მამაჩემს უთხრა, გამოდი შენ ერთი გარეთო. რომელი ადამიანი მოითმენდა ამას? ამდენი ხანია შეურაცხყოფას ვითმენთ, ხმას არ ვიღებთ და ეს იმას ნიშნავს, რომ თავმოყვარეობა არ გვაქვს? უბრალოდ ამდენი ხანი გარდაცვლილების სულებს პატივს ვცემდით, ორი წელი კალანდიები ჩუმად ვიყავით და ყველამ თავზე გადაგვიარა. დღეიდან ყველას გაეცემა პასუხი სამართლებრივად", - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

სასამართლო პროცესი დღეს მედიისთვის ღია იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში