ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე - ხმაური სასამართლო პროცესზე

24 იანვარი 2020, 14:05 1392 ნახვა

ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში.  დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესზე დავით სარალიძის მამამ სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ აგრესია აქვს კალანდიას უფლებადამცველების მისამართით, რადგან ისინი ამბობენ, რომ მისი შვილი სიკვდილს იმსახურებდა.  განცხადება გააკეთა კალანდიას ადვოკატმაც,  ზურაბ თოდუას  თქმით, ზაზა სარალიძემ პასუხი ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს.ზაზა სარალიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანამდე ის არც ერთ პროცესს აღარ დაესწრება.  მან  სიტყვით გამოსვლა ითხოვა, თუმცა მოსამართლემ  მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში