ქედაში ავტომობილი მოცურდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა 

24 იანვარი 2020, 16:15 8551 ნახვა

ქედაში, სოფელ პირველ მაისთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, დიდთოვლობის გამო მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი მოცურდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა.

ავარიის შედეგად  ორი ადამიანი მსუბუქად  დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოშ გადაიყვანა. მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და ბინაზე გაწერეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში