თურქეთში პოლიციის 40 თანამშრომელი დააკავეს

24 იანვარი 2020, 16:44 1770 ნახვა

თურქეთის პოლიციამ ფეთჰულა გიულენის საიდუმლო ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 40 ყოფილი პოლიციელი დააკავა.

პოლიციელები დააპატიმრეს კონიაში, გაზიანთეპში, კეისერში, ადიამანში, ადანაში, ტრაპიზონში, იოზგატში, ბურსას პროვინციებში და დედაქალაქ ანკარაში.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველები სულ 50 ეჭვმიტანილს ეძებდნენ, მათ შორის პოლიციის ოთხ მაღალჩინოსანს. 

თურქეთის პოლიცია ეჭვმიტანილების ძებნას განაგრძობს.

თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ივლისში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სწორედ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში