მაიკო ვერძაძის ოჯახის მოთხოვნა

16 სექტემბერი 2016, 00:00 6492 ნახვა

ბათუმის სამშობიარო სახლში დაღუპული მაიკო ვერძაძის ახლობლები, სამშობიაროს ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ. ახლობლები მომხდარში სამშობიარო სახლის ექიმებს ადანაშაულებენ. ფეხმძიმე მაიკო ვერძაძე სამშობიარო სახლში გასული წლის  21 მარტს მიიყვანეს, ნაყოფი დაღუპული აღმოჩნდა, პაციენტს კი ორი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ახლობლები ირწმუნებიან, რომ ექიმებმა საკეისრო კვეთა დროულად არ გააკეთეს, რაც პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა. ოჯახი მედიკოსების გათავისუფლებას და მათ სამართლებრივ დასჯას მოითხოვენ წინააღმდეგ შემხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ლია მელიქიძის განმარტებით ექიმების მხრიდან რაიმე სახის ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში საკითხი განსახილველად პროფესიული განვითარების საბჭოს წარედგინება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში