თურქეთში მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

24 იანვარი 2020, 23:51 5973 ნახვა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ისინი სავარაუდოდ, შენობის ნანგრევების ქვეშ მოყვნენ. 

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, დაშავებულია ორი ადამიანი. მისივე თქმით, მიწისძვრის დროს ჩამოინგრა რამდენიმე შენობა. 

სააგენტო წერს, რომ თურქეთის ხელისუფლებამ მეზობელი პროვინციებში საგანგებო და სამაშველო ჯგუფი გაგზავნა და ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარი მსხვერპლისა და ზიანზე. 

პირველი მიწისძვრის 6,9 ბალიანი იყო. 13 წუთიანი ინტერვალით კი მიძისქვეშა ბიძგები კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. ის შედარებით მცირე იყო და 5,4 მაგნიტუდა შეადგინა. 

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრა იგრძნობოდა პროვინციებში სამხრეთ ადანასა და ჩრდილოეთ სამსუნში, ჩრდილოეთ სირიასა და ერაყთან. ასევე საქართველოს გარკვეულ ტერიტორიებზე. 

 ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 500 კილომეტრში იყო. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოცენტრში განმარტავენ, მიწისძვრას საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილიც იგრძნობდა

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში