14 გარდაცვლილი, ასობით დაშავებული - თურქეთში მიწისძვრის პირველადი შედეგები 

25 იანვარი 2020, 01:07 12694 ნახვა

/განახლებული/ პირველადი მონაცემებით, 6.9 ბალიანი მიწისძვრის შედეგად, თურქეთის ორ ქალაქში დაიღუპა 14 ადამიანი, 6 მალატიაში და 8 - დაშვებულია 225-ზე მეტი ადამიანია, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას თურქეთის ხელისუფლება ადასტურებს.

 "სამწუხაროდ, მალატიაში 6 მოქალაქე დავკარგეთ" - განაცხადა მალატიას მერმა, აიდონ ბარუშმა.

 

მისივე თქმით, მიწისძვრას დამანგრეველი შედეგები მოჰყვა, დაშავდა 40 ადამიანი. "სამი დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა კი მძიმეა" - თქვა მერმა. 

რეგიონში, სადაც 6.9 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში