19 გარდაცვლილი და 922 დაშავებული - თურქეთში მიწისძვრის ბოლო მონაცემები

25 იანვარი 2020, 09:44 4995 ნახვა

ბოლო მონაცემებით თურქეთში მიწისძვრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 900-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოში ადასტურებენ.

მათივე განმარტებით, მიწისძვრას მსხვერპლი ორ რეგიონში ელიაზიღსა და მალათაიში მოჰყვა. 

უწყების ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია არ დასრულებულა და არ არის გამორიცხული, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს.

მიწისძვრა თურქეთში გუშინ, 24 დეკემბერს, ადგილობრივი დროით, 20:55 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ სივრიჯის მახლობლად იყო. ბიძგების სიმძლავრემ 6.9 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში