ლევან ხაბეიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდა

25 იანვარი 2020, 15:03 1407 ნახვა

საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე ლევან ხაბეიშვილი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გამოძიების კითხვებს ადვოკატთან ერთად პასუხობდა. ცნობილია, რომ მას დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაუტარდება.

უფლებადამცველის თქმით, საქმე აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს , რადგან ოპოზიციონერ დეპუტატს ოპონენტები ჯგუფურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი  გამოძიება ძალადობის მუხლით  მიმდინარეობს. დეპუტატებს შორის ინციდენტი საკრებულოში სარევიზო კომისიის სხდომაზე გუშინ მოხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში