თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

25 იანვარი 2020, 15:16 1551 ნახვა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ქვეყნის ბუნებრივი კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ 100-მდე ე.წ. აფტერშოკი დაფიქსირდა.

დაშავებულების დასახმარებლად შემთხვევის ადგილზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 400-ზე მეტი სამაშველო ბრიგადა მუშაობს. დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად განსაკუთრებულად ორი რეგიონი - ელაზიღი და მალათაი დაზარალდა. სტიქიის გამო მოსახლეობას ღამის გათევა ღია ცის ქვეშ მოუწია.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში