„დააბრუნე მოპარული 2 მილიონი“ - აქცია ყოფილი მაღალჩინოსნის სახლთან

25 იანვარი 2020, 17:55 3420 ნახვა

„ზაურ გოგიტიძე დააბრუნე მოპარული  2 მილიონი ლარი“- ამ ტრანსფარანტებით,  მენაშენეებმა ადლიის ქუჩაზე საპროტესტო აქცია  გამართეს. ისინი სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლთან შეკრიბნენ და განაცხადეს, რომ სამშენებლო კომპანია „ ჩვენი სახლის“ ყოფილ დირექტორს, ბუბა ბოლქვაძე  მფარველობს. ზაურ გოგიტიძემ კი თანხები სახელმწიფოს დაუმალა და სახლები ააშენა.

ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე  კი საცხოვრებელი კორპუსის  მშენებლობა, რომელიც 2017 წელს უნდა დასრულებულიყო შეჩერდა. კომპანიას ახალი მენეჯმენტი ჰყავს, რომელსაც წინა დირექტორთან დავა აქვს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აქციის მონაწილეების თმით, ხელოვნურად ჭიანურდება. სახლის მშენებლობის შეჩერების გამო კი ღია ცის ქვეშ 160 ოჯახი დარჩა. 

აქციის მონაწილეებს ზაურ გოგიტიძის იურისტი გამოეხმაურა, რომელიც სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან მფარველობის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ დავა კომპანიის ყოფილ და ახალ მენეჯმეტს შორის წილებს ეხება. რამაზ ჯორბენაძის თქმით, მენეშენეების წინაშე ვალდებულება არ გააჩნიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში