კვება მიზერულ თანხად - უმწეოთა კვების პოლიტიკა 

25 იანვარი 2020, 20:30 2061 ნახვა

კვება მიზერულ თანხად. მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარები 24 საათში ერთხელ, უფასო სადილით მარაგდებიან. დაფინანსება განსხვავებულია რეგიონის  მუნიციპალიტეტებში. ყველაზე მეტი ქედის სასადილოს ერგო.

აქ თითო ბენეფიციარზე დღეში 2 ლარსა და 91 თეთრს ხარჯავენ, თუმცა ერთი ულუფა სადილის გარდა, ამ თანხიდან უნდა დაიფაროს კომუნალური გადასახადები და სხვა ხარჯები.

ყველაზე მწირი დაფინანსება ქობულეთის უფასო სასადილოს აქვს, თუმცა ყველაზე მეტი ბენეფიციარი, 280  ადამიანი უნდა გამოკვებოს. თითოეული მათგანი ლარსა და 80 თეთრზე ნაკლებით მომზადებულ სადილს მიიღებს, რადგან აქაც თანხა დაქირავებულ თანამშრომელთა ანაზღაურებასა და სხვა ხარჯზე უნდა განაწილდეს.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში