დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

26 იანვარი 2020, 12:04 1252 ნახვა

2 მუხლით წარედგინა ბრალი, დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს. საგამოძიებო უწყება მას მკვლელობას, მკვლელობის მცდელობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას ედავება.

დაცვის მხარე მასალების გადაცემას ითხოვს. მიუხედავად იმისა, თუ რა მტკიცებულებები დევს საქმეში, წინასწარ არის ცნობილი, რომ დაკავებული მურჯიკნელი დანაშაულს არც ერთი მიმართულებით არ აღიარებს და დოდო გუგეშაშვილთან, ან მის შვილთან ნაცნობობას საერთოდ უარყოფს. ადვოკატების ინფორმაციით, მურჯიკნელი მიმალვაში არ ყოფილა და გამომძიებლებს ის ამ წლების განმავლობაში არც ერთხელ არ დაუკითხავთ. საქმის დეტალებს არ იცნობს არც დაზარალებულის მხარე.

ახლა მთავარი კითხვაა ამოიცნობს თუ არა, დოდო გუგეშაშვილი ზაზა მურჯიკნელში, იმ პირს, რომელმაც შვილი მოუკლა და მასაც თავს დაესხა. მით უმეტეს, რომ მკვლელი გუგეშაშვილს პირისპირ ჰყავს ნანახი. დაკავებულის სახელი და გვარი, როგორც ადვოკატი ამბობს დაზარალებულს არ ეცნობა.

აქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში