მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე მოგზაურთა რაოდენობა  გაზრდილია

26 იანვარი 2020, 12:34 1773 ნახვა

მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე მოგზაურების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში, აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ საოჯახო - სასტუმრო სახლებს, ტურისტულ და კვების ობიექტებს 238, 665 ვიზიტორი სტუმრობდა.

მოგზაურების სტატისტიკა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მიერ საოჯახო - სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების გამოკითხვის შედეგად მოამზადა. მოგზაურების ყველაზე დიდი რაოდენობა ქობულეთის ტურისტულ მარშრუტებზე დაფიქსირდა, რაც 137%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს.

რაოდენობის მხრივ ლიდერობს ქედის მუნიციპალიტეტიც, სადაც 57%-ით მეტმა ადამიანმა იმოგზაურა. შემდეგ მოდის ხელვაჩაური +94%-ით, ხულო +61%-ით და შუახევი +30%-ით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში