ჩხუტელასთან არხში გადავარდნილ ავტომობილში მყოფი სამი მოქალაქის ცხედარი მაშველებმა იპოვეს

26 იანვარი 2020, 13:30 1459 ნახვა

23 იანვარს  ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან წყალსაცავის მიმდებარედ ავტომობილი ხევში გადავარდა. ავტომობილში სამი მოქალაქე იმყოფებოდა. სამივე მათგანი გარდაიცვალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ცაგერში სამაშველო ოპერაცია დასრულებულია.

'' 112-ში მომხდარის შესახებ შეტყობინება 23 იანვარს შემოვიდა. ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი არხში ჩავარდა და დინებამ წყალგამტარ გვირაბში შეიტანა.

ადგილზე სამი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამაშველო ღონისძიებები. მაშველებმა პირველსავე დღეს იპოვეს ერთი გარდაცლილი მამაკაცის ცხედარი. მეორე დღეს მოხერხდა კიდევ ერთი გარდაცვლილი მოქალაქის პოვნა. საძიებო სამუშაოები კი, საბოლოოდ დღეს დასრულდა, როცა მაშველებმა ავტომობილში მყოფ მესამე მამაკაცის ცხედარს მიაკვლიეს'', - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყალსაცავის მიმდებარედ მუშაობდნენ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მაშველთა ჯგუფები. თბილისიდან შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა განსაკუთრებულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი შესაბამისი სპეც ტექნიკით. ოპერაციაში ჩართულები იყვნენ მყვინთავთა ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის გამოყენებით აწარმოებდა ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებაც.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში