გიორგი ერმაკოვის და ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე დღეს გამოაცხადებს

27 იანვარი 2020, 09:55 2398 ნახვა

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბათუმის საქალაქო სასამართლო ე.წ. იაფი სახლის საქმეზე დღეს გახდება ცნობილი. ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე განაჩენს მოსამართლე დავით მამისეიშვილი რამდენიმე საათში გამოაცხადებს. სასამართლო პროცესი 13 საათზეა ჩანიშნული.

ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი პროკურატურამ, 30 მაისს, „იაფი სახლის“ საქმის გამო დააკავა.  დაკავებულებს შორის, ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებიან. ამ საქმის 4 ფიგურანტი ბაგრატ მანველიძე, ბექა ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

გიორგი ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და ერგასლან ლომაძე კი დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებით წინასწარპატიმრობაში დარჩნენ. 

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 7 პირი, სპეცოპერაციით დააკავეს.

 

მსგავსი თემები: რატომ აიყვანეს მერიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები? - რაში გაიფლანგა მილიონები 

მერია ცდება უფლებამოსილებას და შეღავათებს უწესებს ბრალდებულებს, ეს კავშირების შედეგია - ამბობს პროკურორი 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში