ჯავახიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩებზე, ავარიული დაზიანების გამო, წყალი გაითიშა

27 იანვარი 2020, 12:35 2091 ნახვა

ბათუმის წყლის ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო ჯავახიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩას წყლის მიწოდება დროებით შეუწყდათ. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ დაზიანება მასშტაბურია, ამიტომ წყლის აღდგენის ზუსტ დროს ვერ ასახელებენ. ამბობენ, რომ ბრიგადები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ, მოგვიანებით დაზუსტდება რა დრო დასჭირდება დაზიანებული მონაკვეთის შეკეთებას.  

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ აბონენტებს წყალმომარაგება დღის განმავლობაში აღუდგებათ. 

''წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, შესაძლოა წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით'' - წერია ''ბათუმის წყლის'' მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში