ვფიქრობდი, რა მეთქვა საბოლოო სიტყვაში - გიორგი ერმაკოვი სასამართლო პროცესზე

27 იანვარი 2020, 13:34 3827 ნახვა

ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისა და სხვა მაღალჩინოსნების საქმეზე, დღეს, 27 იანვარს, მოსამართლე დავით მამაისეიშვილმა გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. სხდომაზე ბოლო სიტყვა გიორგი ერმაკოვმა წარმოთქვა: 

 "ვფიქრობდი, თუ რა მეთქვა საბოლოო სიტყვაში. ჩემი პირველი შეშფოთება გამოიწვია იმ ბრალის შესწავლამ, რაც მაქვს წარდგენილი. ბრალში ერთადერთი აუდიტის სამსახურია, ვინც ჩვენს ბრალზე საუბრობს, თითქოს გავფლანგეთ თანხები. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ყველა გადაწყვეტილება იყო კეთილსინდისიერი.
რუსულ დოკუმენტებში​ თარგმანიც არ იკითხებოდა კარგად, როდის გაეცნო აუდიტის თანამშომლები ამ დოკუმენტებს? ვისი დასკვნის საფუძველზე გვდებენ ბრალს და გვარწმუნებენ, რომ თანხების განზრახ გაფლანგვა იყო  ჩვენი მიზანი... 

ანუ, ბრალდება ამბობს, რომ გვსურდა ამ დანაშაულის ჩადენა, ეს ხომ სრული აბსურდია. აუდიტები არ აქცევენ ყურადღებას იმას, რომ იყო ორი პროექტი და არ იციან ის, რომ მერიამ ერთზე გააკეთა არჩევანი.
როგორ გავიგოთ, როგორ მოხდა საქმეში ყბადაღებული იდენტური ჩვენება. ვისი შეცდომაში შეყვანა სურთ? აუდიტის სამსახურის თანამშრომლების დაზეპირებული ფრაზებია სულ ჩვენებებში. არავინ აქცევა ყურადღებას  იმას, თუ როდის გახდა ცნობილი ის ფაქტი, რომ დოკუმენტებით წარმოდგენილი გარანტიის უკან, არ იდგა ბანკი. რა გავაკეთეთ ჩვენ იმისთვის, რომ გვემსჯელა ბანკის ნამდვილობასთან დაკავშირებით.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც გარემოების გამო მსჯელობენ და აქვთ თავისი შეხედულება აუდიტორებს.  მე ვფიქრობ, რონ სანიკიძე და ბოქვაძე - აუდიტორები, ნირვანაში არიან და მხოლოდ მოსაზრებებზე საუბრობენ.  საოცრებაა ისიც, რომ მასალებით ჩანს, რომ ყველაფერს აკეთებ კომისია, რომ ტენდერი განხორციელდეს და დამატებით ცდილობს, ამის მერე კი გვდებენ ბრალს გაფლანგვაში" - განაცხადა ბოლო სიტყვაში ყოფილმა მერმა გიორგი ერმაკოვმა, რომელსაც გამოძიება თანხის გაფლანგვას ედავება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში