7 წლიანი პატიმრობა ბათუმის ყოფილ მერს, არჩილ ვანაძე დარბაზიდან გათავისუფლდა

27 იანვარი 2020, 18:01 2297 ნახვა

7 წლიანი პატიმრობა ბათუმის ყოფილ მერს. 7 მაღალჩინოსნიდან 5 გათავისუფლდა, პატიმრობაში კი 2 პირი რჩება. 8 თვიანი ლოდინის შემდეგ იაფი სახლის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდა. სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ამავე საქმეზე დაკავებული ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი არჩილ ვანაძე.

ეგრასლან ლომაძეს კი ერთი წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. დანარჩენები კი დაჯარიმდნენ. მსჯავრდებულები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. გიორგი ერმაკოვის ადვოკატი დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებას  თბილისიდან შეკვეთილს უწოდებს, რის გამოც, მისი თქმით,  მოსამართლეს მანტიის გახდა და საპატიმროში  ჩაჯდომა მოუწევს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში