საპროტესტო აქცია გენერალურ პროკურატურასთან

27 იანვარი 2020, 18:30 1134 ნახვა

გენერალური პროკურორობის კანდიდატების ინდივიდუალური მოსმენა დაიწყო. ვიქტორ ახალბედაშვილის და პაატა გაბელაიას მოსმენა მთავარ პროკურატურასთან აქციების ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სიაში ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ყოფნას აპროტესტებენ. მათი თქმით,  მმართველ გუნდს გადაწყვეტილი აქვს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცოს. მისი შეფასებით, შოთაძე იქნება მარიონეტი ხელისუფლების ხელში. სულ წარდგენილი 17 პირიდან ამ დროისთვის 16 მსურველია, რადგან ერთმა კანდიდატურა ყოფილი გენერალური პროკურატურის, ირაკლი შოთაძის სასარგებლოდ მოხსნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში