აზერბაიჯანში 22 ათასი ლარის მედიკამენტების მალულად შეტანას ცდილობდნენ

28 იანვარი 2020, 10:09 1443 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული პირი შეეცადა აზერბაიჯანში მალულად გადაეტანა დიდი ოდენობით მედიკამენტი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული მედიკამენტი, რომლის საბაჟო ღირებულება 22 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 -დან 5 წლამდე ვადით.

 

 

ფოტო:არქივი

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში