კარატისტი გოგიტა არქანია პრემიერ ლიგის გამარჯვებულია

28 იანვარი 2020, 14:21 2031 ნახვა

ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია პრემიერ ლიგის გამარჯვებულია. საფრანეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე, KARATE1 PREMIER LEAGUE OPEN PARIS 2020-ზე ქართველმა კარატისტმა ოქროს მედალი მოიპოვა.

+84 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, არქანიამ ფრანგი ჟაკ დნილსონი დაამარცხა და პირად ანგარიშს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები დაუმატა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში