ჩინური კორონავირუსის საეჭვო დიაგნოზით თურქეთში 12 ადამიანია ჰოსპოტალიზირებული

28 იანვარი 2020, 15:17 6318 ნახვა

12 ადამიანია ჰოსპიტალიზებული კორონავირუსის ახალი ტიპის საეჭვო დიაგნოზით თურქეთის აქსარაის პროვინციაში. ამის შესახებ პროვინციის გუბერნატორმა ალი მანტიმ განაცხადა.  ჰოსპიტალიზირებულთა შორის 10 ჩინელი ტურისტი და თურქეთის 2 მოქალაქეა.  

ტურისტები  კაპადოკიაში მოგზაურობდნენ, მათ თურქი გიდი და მძღოლი ახლდა. ერთ-ერთ ტურისტს დაავადების სიმპტომები აღმოაჩნდა და მედიკოსებმა  ყველა იმ ადამიანის იზოლირების გადაწყვეტილება მიიღეს, რომლებთანაც დაავადებულს კონტაქტი ჰქონდა.  

ანალიზები თურქეთის  ჯანდაცვის სამინისტროშია გაგზავნილი.  პასუხების მიღებამდე ტურისტები ადგილობრივი საავადმყოფოს სპეციალურ ინფექციური განყოფილების  დარჩებიან. ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს  ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტიპით გამოწვეული პნევმონიის დიაგნოზით 106 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რიცხვმა 4 ათას 515-ს მიაღწია.  

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულია ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, ავსტრიასა და გერმანიაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში