ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებს უკავშირებენ საცხოვრებელი სახლების კედლების დაბზარვას მახვილაურში

28 იანვარი 2020, 18:27 1654 ნახვა

ბათუმის შემოვლითი გზის  სამშენებლო სამუშაოებს უკავშირებენ საცხოვრებელი სახლების კედლების  დაბზარვას მახვილაურში, მუსხელიშვილოს ქუჩის მცხოვრებლები. მათი განცხადებით, მას შემდეგ რაც ტერიტორიაზე სამუშაოები სპეციალური ტექნიკით დაიწყო, საცხოვრებელი სახლები დაიბზარა და აქ ცხოვრება საფრთხის შემცველია. ადგილობრივებმა დღეს გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს. იმ შემთხვევაში თუ 10 დღის ვადაში პრობლემა არ მოგვარდება, ადგილობრივები მასშტაბურ აქციებს გეგმავენ. სამუშაოებს კომპანია „ფოლადი“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ასრულებს. დეპარტამენტში მოსახლეობის ვარაუდს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ საქმის შესწავლა საზედამხედველო კომპანიას დაევალება. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა რომ სახლებზე ბზარები ავტობანის მშენებლობამ  გამოიწვია, დასაგეგმ ღონისძიებებზე დეპარტამენტში  იმსჯელებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში