მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებენ მახვილაურში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახები

28 იანვარი 2020, 20:43 3103 ნახვა

მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებენ მახვილაურში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახები. ამბობენ, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პარალელურად მათი სახლის კედლები დაიბზარა.

ირწმუნებიან, რომ სახლებში ცხოვრება უკვე საფრთხის შემცველია. ადგილობრივმა მოქალაქეებმა მოთხოვნის გასახმოვანებლად დღეს აქცია გამართეს. ამ ტერიტორიაზე სამუშაოებს კომპანია „ფოლადი“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ასრულებს. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქმის შესწავლა საზედამხედველო კომპანიას დაევალება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში