სოციალური მუშაკების ნაწილს შრომითი ხელშეკრულება უწყდება

29 იანვარი 2020, 20:31 1095 ნახვა

მაშინ როდესაც ქვეყანაში სოციალური მუშაკების მიმართულებით ვითარება კრიტიკულია, დეფიციტის ფონზე კი მათი ხარისხიანი მუშაობის საჭიროება ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სამინისტრო მათ შემცირებას იწყებს. ბრძანება 30-მდე დასაქმებულმა მიიღო, მათ შორის უფროსმა სოციალურმა მუშაკმა ბათუმში. მათთვის არავის განუმარტავს რატომ ათავისუფლებენ სამსახურიდან,შეტყობინებაში მხოლოდ ის წერია, რომ ეს რეორგანიზაციასთანაა დაკავშირებული.

ცნობისთვის გათავისუფლებულთა შორის არიან ისინიც, ვინც რამდენიმე თვის წინ ადეკვატურ  სამუშაო გარემოს ითხოვდა.  სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ცვლილებები ახალი სააგენტოს შექმნითაა გამოწვეული, გათავისუფლებულებს კი კონკურსში მონაწილეობის საშუალება ექნებათ. არის თუ არა ეს შეთავაზება რელევანტური? სოციალური მუშაკები მსჯელობენ, დაიწყებენ თუ არა სამართლებრივ დავას.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში