გარემო სამი უწყების იმედად 

29 იანვარი 2020, 20:38 2180 ნახვა

ჭოროხის დელტასთან თვითნებური ახალი ნარჩენების ზონა ჩნდება - ყველა შესაბამისმა უწყებამ იცის, რომ იქ კანონი დარღვეულია და აკრძალულ ტერიტორიაზე ნაგავი ყრია, მაგრამ არავინ იღებს პასუხისმგებლობას მის გატანაზე - მერიის ინსპექციის სამსახურში არ იციან ვინ არის კანონდამრღვევი და ამბობენ, რომ აჯარიმებენ მაშინ როდესაც ფაქტს თავად შეესწრებიან, ანუ უკვე მომხდარ ფაქტზე რეაგირებას ვერ ახერხებენ.

რეაგირებას ახდენს ზედამხედველობის სამსახური, მაგრამ ამ შემთხვევაზე ჯერ შედეგი არ დამდგარა. ვინ გაიტანს ნარჩენებს უნიკალური ჭოროხის დელტიდან? ეს კითხვა ჩვენი ბევრი მცდელობის მიუხედავად დღეს უპასუხოდ დარჩა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში