დააკავეს პირები, რომლებიც 16 წლის გოგოს სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ

30 იანვარი 2020, 10:14 4193 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში სამი ადამიანი  დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 16 წლის გოგოს სისტემატურად უწევდნენ ექსპლუატაციას და ე.წ. კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ.

სამივე ბრალდებული - დაზარალებული არასრულწლოვნის და, ე.წ. „სუტინიორი“ და ტრეფიკინგში ჩართული ტაქსის მძღოლი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგებით ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა-2 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში