საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეორე გამარჯვება

31 იანვარი 2020, 10:38 1637 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეორე შეხვედრაც მოიგო. ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით 9:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა პირველ ნახევარშივე მოიპოვა და ავსტრია 6-2 დაამარცხა. მეორე ნახევარში ქართველებმა მოოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს და მეტოქეს კიდევ სამი გოლი გაუტანეს. ფუტსალის ეროვნული ნაკრების მხრიდან 4 გოლი სიმი საიოტიმ გაიტანა , 3 გოლი არჩილ სებისკვერაძის ანგარიშზეა, ხოლო თითო გოლით თავი თალეს ფეიტოსმა და ვახტანგ ჯვარაშვილმა გამოიჩინეს. ამ გამარჯვებით ავთანდილ ასათიანის გუნდმა 6 ქულა დააგროვა და საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.

საქართველოს ნაკრების F ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა , სადაც გერმანიის ნაკრებმა კოსოვო 8-4 დაამარცხა. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს ხვალ 1 თებერვალს კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 3-1 დაამარცხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში