შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

31 იანვარი 2020, 15:16 1970 ნახვა

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულებს  პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეების მიზეზით.  ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულებიდან 4 პირი წარსულში ნასამართლევია.

პროკურორ გიორგი კავსაძის განცხადებით, ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის შეკვეთით არის დამზადებული, გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს  უკრაინაშიც.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში