დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ინფექციურში შეყვანილ პირებს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

31 იანვარი 2020, 14:18 1782 ნახვა

კორონვირუსთან დაკავშირებით, საბოლოო პასუხის მიღების მიზნით, მონაცემები საზღვარგარეთ გაიგზავნება, ამ ეტაპზე კი  4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეები თბილისის ინფექციური საავადმყოფოში იმყოფებიან.  

ჩინეთის ორ მოქალაქეს H1N1 ვირუსი დაუდგინდათ. დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში