კორონავირუსის პირველი შემთხვევები ესპანეთსა და შვედეთში დადასტურდა

01 თებერვალი 2020, 10:55 1508 ნახვა

კორონავირუსის პირველი შემთხვევები ესპანეთსა და შვედეთში დადასტურდა. ესპანეთის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, პირი, რომელიც დაინფიცირდა, გერმანიაში იმავე შეხვედრას ესწრებოდა, რომლის დროსაც გერმანიის მოქალაქეები დაავადნენ.

შეხვედრაზე ტრენინგს ჩინეთის მოქალაქე ატარებდა. რაც შეეხება შვედეთს, ახალგაზრდა ქალი ჩინეთში, უხანის პროვინციაში ტურისტული მიზნით იმყოფებოდა. ექიმების თქმით, მას მწვავედ გამოხატული სიმპტომები არ აქვს. ახალი კორონავირუსით ამ დროისთვის 259 ადამიანია დაღუპული. დადასტურებულად ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 000-ს მიაღწია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში