ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 2 პირს ჩატარებული კვლევების მიხედვით კორონავირუსი არ დაუდგინდა

01 თებერვალი 2020, 12:13 2370 ნახვა

ქალაქ უხანში მყოფ საქართველოს სამ მოქალაქეს რამდენიმე საათში თურქეთში გადაიყვანენ. ჩინეთში, საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიამ განცხადებით, უხანში მყოფი რამდენიმე მოქალაქიდან, ტრანსპორტირებაზე უარი მხოლოდ ერთმა თქვა.თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც, მედიის ცნობით, თურქ მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაციაც ხორციელდება, უკვე ანკარისკენ მიემართება. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, სამედიცინო ექსპერტების ჯგუფმა საფუძვლიანად შეამოწმა. 

ისინი ანკარის საავადმყოფოში, საკარანტინო პირობებში 14 დღე გაჩერდებიან. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსებში მყოფი პაციენტების მდგომარეობასა და მიმდინარე სიტუაციაზე კი ბრიფინგი გაიმართა.

აქ ამბობენ, რომ საქართველოში კორონავირუსი არ დადასტურებულა. საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 4 ადამიანი რჩება, რომელთაგან ჩინეთის 2 მოქალაქეს H1N1 ტიპის ვირუსი დაუდგინდა, საქართველოს 2 მოქალაქეზე კი აღებული ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში