ზოგიერთმა დაარქვა სიკვდილის ვირუსი, ყველაფერი იმისათვისაა, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება - ილია მეორე კორონავირუსზე

02 თებერვალი 2020, 14:54 3403 ნახვა

მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო, ზოგიერთმა დაარქვა მას სიკვდილის ვირუსი, ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, კარ-მიდამოს და შვილებს დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ.

„თქვენ იცით, რომ გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო. ზოგიერთმა დაარქვა მას სიკვდილის ვირუსი. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილა და საღამოს ნაკურთხი წყალი ასხუროთ თქვენს კარმიდამოს, ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და სიხარული“, – განაცხადა პატრიარქმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში