დეპუტატობის კანდიდატი მაუწყებლის წინააღმდეგ

17 სექტემბერი 2016, 00:00 3874 ნახვა

დურმიშხან შაინიძე აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ. აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  საარჩევნო ბლოკ ''ჩვენები- სახალხო პარტიი''-დან აცხადებს, რომ 15 სექტემბერს თოქ-შოუ ''არჩევანის ფაქტორში'' შეგნებულად არ მიიწვიეს, რის გამოც, მისი თქმით,  მის საარჩევნო კამპანიას ზიანი მიადგა. მაჟორიტარობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება. საკითხის შესასწავლად და რეაგირებისთვის დურმიშხან შაინიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს უკვე მიმართა.   ხუთშაბათს, 15 სექტემბერს თოქ-შოუში მოწვეულ რესპოდენტს დურმიშხან შაინიძეს გადაცემის პროდიუსერი ვერ დაუკავშირდა. მასთან დაკავშირება მოხერხდა მეორე დღეს და მას მაუწყებელმა შესთავაზა ამავე სატელევიზიო გადაცემის მომდევნო გამოშვებაში ცალკე ბლოკი. ამის  შესახებ კანდიდატისთვის ცნობილი იყო ბრიფინგამდე. შეთავაზება კვლავ ძალაშია და დურმიშხან შაინიძე მოწვეულია სტუდიაში სამშაბათს, 20 სექტემბერს.

ამავე კატეგორიაში