აბსოლუტურად არაფერ შუაშია უმაღლესი საბჭო და მრჩევლები - დავით გაბაიძე აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე

03 თებერვალი 2020, 14:20 2025 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ დატოვა, რომელმაც ფეისბუქ პოსტში დაწერა, რომ მისი წასვლა ნებაყოფლობითი არ იყო. ამბობს, რომ მაუწყებელში თავისუფალი სიტყვის და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გაქრობა სურთ. 

მიმდინარე პროცესებზე კი მთავარ პასუხისმგებლობა უმაღლეს საბჭოს დააკისრა, რომელიც მაუწყებლის მრჩევლებს ირჩევს, მრჩევლები კი დირექტორს. 

ბრალდებებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უპასუხა. დავით გაბაიძის თქმით, ნათია ზოიძის წასვლასთან მრჩეველთა საბჭოს და უმაღლესი საბჭოს კომისიას კავშირი არ აქვს. 

''სიმართლე გითხრათ გაკვირვებული ვარ ვერ გვეტყვით. ამაზე დიდი ბრალდებებიც მომისმენია, თუ სამართლებრივად შევალთ შინაარსში აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის აჭარის უმაღლესი საბჭო, იმიტომ, რომ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში თავად ნათია ზოიძემ მიიღო, და აქედან გამომდინარე რა შუაშია უმაღლესი საბჭო, მისი თავმჯდომარე, ჩემთვის ეს გაურკვეველია, თუმცა ეს მისი პოზიცია. ხელშეკრულება იდება დირექტორთან, გარდა ამისა როგორც ხედავთ, თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. დირექტორი წარმოადგენს ამ შემთხვევაში ტელევიზიას. ბორდი და უმაღლესი საბჭო არაფერ შუაშია'', - ამბობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში