ავტომანქანის შესყიდვისა და ექსპლუატაციის ხარჯები გაიზარდა - საქსტატი 

03 თებერვალი 2020, 16:13 1782 ნახვა

2020 წლის იანვარში,  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, წელს საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაზრდილია.

ინფლაციის შედეგად ფასებმა მოიმატა პურზე, ხილ ბოსტნეულზე და უალკოჰოლო სასმელზე,  ჯგუფში ფასები 11.3 პროცენტით გაიზარდა.

ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე 11.2%-ით. ტრანსპორტზე გაიზარდა ღირებულება როგორც ექსპლუატაციის ხარჯებზე, ასევე სატრანსპორტო მომსახურებასა თუ მის შესყიდვებზე  3.3 პროცენტით.

ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 4.2%-ით, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 3.6%-ით, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებაზე 2.9%.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში