მოძველებული და დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები ქედაში

03 თებერვალი 2020, 20:43 1767 ნახვა

მოძველებული და დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები ქედაში. წონიარისის, კოკოტაურისა და დანდალოს  მცხოვრებლები ამბობენ, რომ გათოვებისთანავე სოფელს ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება, რაც მოძველებული ელექტრობოძების ბრალია.

სოფელში ძირითადად ხის ბოძებია, რომელიც ადვილად ზიანდება. მოსახლეობა მისი მყარი კონსტრუქციით შეცვლას მოითხოვს. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ სამუშაო შრომატევადია და ეტაპობრივად ხის ბოძებს, ბეტონის ბოძებით ეტაპობრივად ანაცვლებენ. ცნობისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, ძლიერი ნალექის პირობებში ქედის გარდა, შუახევსა და ხულოშიც იქმნება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში