ბაღდათში ხანძრის შედეგად დედა და შვილები დაიღუპნენ

03 თებერვალი 2020, 23:12 4499 ნახვა

ბაღდათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

მიტოვებულ სახლში სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული. ბაღდათის მერის, არჩილ გოგსაძის ინფორმაციით, სახლში სავარაუდოდ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ხუთი ცხედარი იპოვეს. მათ შორის ოთხი ბავშვია.

ადგილზე იმყოფება მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში