ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 425-მდე გაიზარდა

04 თებერვალი 2020, 10:40 1144 ნახვა

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ერთ დღეში 64-ით გაიზარდა და 425-ს მიაღწია. ინფორმაციას როიტერსი - ავრცელებს. ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 23 ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 151 ადამიანს დაუდასტურდა.

გარდაცვალების შემთხვევა კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფილიპინებშია დაფიქსირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს ჩინეთიდან კორონავირუსის გავრცელების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარება გამოაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში