ბელგიაში ახალი კორონავისურის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

04 თებერვალი 2020, 13:38 1787 ნახვა

კორონავირუსმა ბელლგიამდე ჩააღწია.  უჰანიდან თვითმფრინავით ევაკუირებულთაგან ერთ-ერთს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.  ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით,  ამ ჯგუფის სხვა წევრების ანალიზებმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ისინი  ქალაქ ნედერ-ოვერ-ჰემბეკის სამხედრო ჰოსპიტალში არიან განთავსებული.  

ინფიცირებული პაციენტი, რომელსაც დაავადების სიმპტომები არ აღენიშნება, თავს კარგად გრძნობს, იგი ბრიუსელის კლინიკაში გადაიყვანეს და იზოლირებულ პალატაში მოათავსეს.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  ახალი კორონავირუსის გავრცელებას საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო სიტუაცია უწოდა. კორონავირუსმა უკვე 420-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში