"ჩვენი პროგრამის მინიმუმია, ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცეს ხმა" - ირაკლი კობახიძე

05 თებერვალი 2020, 13:03 1869 ნახვა

60 ოლიმპიური ჩემპიონი, რომ დგას პარლამენტის წინ, ეს არის პოლიტიკური კრიზისი - ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ასე შეაფასა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ. ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ოპოზიციასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და იმედი აქვს, რომ პროპორციული წესის ნაცვლად, მთავრობის შეთავაზებულ მოდელს დათანხმდება ოპოზიცია და კონსესუსით მიაღწევენ შედეგს.    მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისი არ არის ქვეყანაში და საზოგადოების განწყობა შიდა კვლევებით იცის. 

 ''შიდა კვლევა აჩვენებს საზოგადოების განწყობას და ამ კვლევით, არსებობს ყველანაირი წინაპირობა იმისათვის, რომ გადავცდეთ იმ შედეგს რომელიც თუნდაც 2016 წელს გვქონდა. ჩვენი პროგრამის მინიმუმია, ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცეს ხმა, დანარჩენი ჩვენს მუშაობაზეა დამოკიდებული და ამის ყველა პირობა გვაქვს. პოლიტიკური კრიზისის სახე არის ის, რაც ჭიშკართან ხდება. 200 ნაციც ვერ შეიკრიბა, ესენი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში''  - ირაკლი კობახიძე

ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ექსპერტების პროგნოზი, რომ ქართული ოცნება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 60%-ს ვერ აიღებს არ გამართლდება და ქართველ ექსპერტებს  "ვანგები" უწოდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში