შუახევში ორ საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა

05 თებერვალი 2020, 13:38 1629 ნახვა

 უხვი ნალექის შედეგად სოფელ ბუთურაულში შოთა მახაჭაძისა და დავით დიასამიძის საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიწის მასა ჩამოიშალა. ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

შუახევის მერის ფრიდონ ფუტკარაძის თქმით, ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან, რის შემდეგაც გადაწყდება ოჯახებს რა დახმარებას გაუწევენ.

''პირადად დავათვალიერე დამეწყრილი ადგილები, გავესაუბრე ადგილობრივებს. სტიქიის კერას გეოლოგები შეისწავლიან, საჭიროების შემთხვევაში ოჯახებს გავიყვანთ ქირით“-განაცხადა  ფრიდონ ფუტკარაძემ.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში