თბილისში მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა - ერთი დაიღუპა

05 თებერვალი 2020, 13:54 1952 ნახვა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან, საფასადე სამუშაოების შესრულებისას ორი მუშა გგადმოვარდა, ერთი დაიღუპა. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში მოხდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, რომ დაშავებული მუშა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში