სუბიექტური შეფასების ან სისტემური შეცდომის გამოსარიცხად, სოციალური აგენტები ოჯახებს კამერით შეამოწმებენ - ჯანდაცვის მინისტრი

05 თებერვალი 2020, 15:01 1720 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივით სოციალური აგენტები შეჭირვებული ოჯახების შემოწმებისას ვიდეო ჩანაწერსაც გააკეთებენ, რომელიც ჩაიდება მათ ანკეტა და საჭიროების შემთხვევაშ იქნება გადამოწმებადი. ამ დრომდე სოციალურად დაუცველი ოჯახების შემოწმებისას აგენტი, მხოლოდ ანკეტას ავსებდა, რომელშიც ფოტომასალა არ იყო განთავსებული. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში, ეკატერინე ტიკარაძემ გააჟღერა. მინისტრმა თქვა, რომ სამკერდე კამერებით სოც. აგენტების აღჭურვა უახლოეს პერიოდში მოხდება.

"ოჯახების შეფასების პროცესში, კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები აღიჭურვებიან სამხრე კამერებით და ციფრული მოწყობილობებით, რათა დეკლარაციაში ინფორმაცია იყოს, არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ ვიზუალურადაც დასაბუთებული. ეს იქნება ინსტრუმენტი, რომ გამოირიცხოს აგენტის სუბიუექტური შეფასება, ისე სისტემური შეცდომები" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრი ამბობს, რომ სოციალური საკითხებით პოლიტიკური მანიპულაციები მიმდინარეობს. ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტებს და ოპოზიციას მოუწოდებს, რომ თუ რაიმე ტიპის ინფორმაცია აქვთ დახმარების შეწყვეტის ან დანიშვნის  შესახებ პირველ რიგში მიმართონ ჯანდაცვის სამინსიტროს და გადაამოწმონ საკითხი. 

"მოსახლების ნეგატიური განწყობის ხელოვნურად შექმნის ნაცვლად, სჯობს რესურსი მივმართოთ ყველაზე შეჭირვებული მოსახლოების დასახმარებლად"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში