სასამართლო გადაწყვეტს გახსნას თუ არა კომპანიის გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმი - იუსტიციის სამინისტროს ახალი კანონპროექტი

06 თებერვალი 2020, 13:04 2036 ნახვა

დღეიდან პარლამენტში გაიგზავნება ახალი კანონპროექტი, რომლეიც ჩაანაცვლებს გადახდისუუნარობის მქონე კანონმდებლობას, რომელიც სასაუბრო ენაზე გაკოტრების შესახებ კანონმდებლობით არის ცნობილი.

ახალი კანონპროექტის სახელწოდებაა "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილება".

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ცვლილებების მიზანი არის ის რომ შეიქმნას ეკონომიკურად ჯანსაღი კანონმდებლობა იმისთვის, რომ ეკონომიკური პრობლემების წინაშე არსებული კომპანიისთვის შესაძლებელი იყოს რეაბილიტაცია, მათი გადარჩენა, როგორც მოვალის, ისე დასაქმებულების ინტერესების დაცვა.

"ძალიან ბევრი ნოვაციაა ამ პროექტში. სასამართლოს მიღმა პროცედურებიც არის გაწერილი, სანამ სასამართლომდე მივა საქმე. ასევე გაწერილია თუ სასამართლომდე მივა საქმე სასამართლოს უფლებამოსილებაა გადახდისუუნარობის შესახებ გადაწყვეტილება ცნოს ან არ ცნოს დასაშვებად და დასაშვებობის შემთხვევაში გახსნას რეაბილიტაცის ან გაკოტრების რეჟიმი. რეაბილიტაციის პროცესში კი  თუ გამოიკვეთა მისი უპერსპექტივობა ის გაკოტრების პროცესზე გადავა"-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, შემოდის გადახდის უუნარობის პრაქტიკოსის ცნება და აიკრძალება ამ პროცესში არაპროფესიონალების მონაწილეობა, თუმცა გარდამავალი 1 წლიანი პერიოდი იქნება მათთვის, ვინც დღეს ამ სფეროში საქმიანობის, მაგრამ ამ საქმის პრაქტიკოსი შეიძლება არ არის.

იუსტიციის სამინისტროში შეიქმნება პრაქტიკოსთა რეესტრი, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევს პრაქტიკოსს, რომელიც უნდა იყოს შემდგომში რეაბილიტაციის ან გაკოტრების მმართველი თუ ზედამხედველი.

"უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან მრავალთვიანი მოლაპარაკებები დაგვჭირდა და მივაღწიეთ კომპრომისს, ურთიერთდათმობის გზით. ახალი კანონის თანახმად იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიურო აღარ იქნება არც ერთ მომენტში გადახდისუუნარობის პროცესში ჩართული და ამ პროცესს მმართველობას, ზედამხედველობას, სასამართლო პროცესის ფარგლებში გაუწევენ გადაგხისუუნარობის პრაქტიკოსები. ფინანსთა სამინისტროს მხრიდან კომპრომისს რაც შეეხება, რევოლუციური ნაბიჯი გახდა ეს, შემოსავლების სამსახური გახდება არა უპირველესი კრედიტორთა შორის, არამედ ერთი რიგითი ჩვეულებრივი კრედიტორი"-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში