თოვლის და ქარის გამო კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
07 თებერვალი 2020,
11:10
1358 ნახვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ძლიერი ქარის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის (ფოსტის) მონაკვეთზე, ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.